მარტვილის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია ჩატარდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გამწვანების აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში №1 საჯარო სკოლისა და სოფელ ონოღიის სკოლის ეზოებში ნაძვისა და ტირიფის ნერგები დარგეს.
აქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონია, სენაკის რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროსი ლატავრა კობახიძე, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და პრობაციონერები.