პროექტის “ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა“ სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
პროექტის “ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა“ სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა.
შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტმა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური საფუძვლების გაძლიერება ეთიკასა და გამჭვირვალობაში“ გამარჯვება მოიპოვა.
კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, მოქალაქეთა ინფორმირებულობითა და ჩართვის გზით, მუნიციპალიტეტის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაზრდა. მიმდინარე წლის 1 მარტს, ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენელსა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გოჩა გოჩიტაშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და განზრახულობათა ოქმს მოეწერა ხელი.