ლაგოდეხის გამგებელი მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს მართავს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაბალის, აფენის და ფონის თემში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები გამართა.
კახა ჯამბურიას თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანია, მოქალაქეებთან ერთად შეფასდეს განვლილი წელი. შეხვედრები, რომელიც თითქმის 2 საათს გრძელდება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაგეგმილი სხვადასხვა საქმიანობის გაცნობას და კითხვა – პასუხის რეჟიმში მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას მოიცავს.