საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის – თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის უაქციზოდ რეალიზაცია. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალდებულისგან ასევე, ამოღებულია ავტომანქანა, რითაც ის ახდენდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვას.
​„საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე – 2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 – დან 6 წლამდე ვადით“, -აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები