ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ თავისი საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ თავისი საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საჯარო შეხვედრას, რომელიც ლაგოდეხის გამგეობის შენობაში გაიმართა, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამგებელი დამსწრე საზოგადოებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2014-2016 წლების ბიუჯეტზე, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილ ტრანსფერებსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2014-2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ადმინისტრაციულ ხარჯებზე ესაუბრა. ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იყო 2014-2016 წლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.