ზესტაფონში, აღმაშენებლისა და ზაქარიაძის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე, ასფალტის საფარის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს
ზესტაფონში, აღმაშენებლისა და ზაქარიაძის ქუჩების დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდზე, ასფალტის საფარის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. კეთილმოწყობის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა ასფალტის ძველი, დაზიანებული საფარი ახალი ფენით.
სამუშაოებს „საპოვნელა +“, ასრულებს რომელიც მუნიციპალიტეტში ცენტრალური ქუჩების ფრაგმენტულ შეკეთებას აწარმოებს. ორგანიზაციამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, ქუჩების ორმოული დამუშავების სამუშაოები 80 ათასი ლარის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი – მამუკა მახათაძე ადგილზე ეცნობოდა.