ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია ჩატარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, დღეს მორიგი აქცია გაიმართა.
შპს „კომუნალური მეურნეობის” თანამშრომლებთან ერთად, ა(ა)იპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტადიონებისა და მოედნების მართვის სამსახურისა” და ,,რიტუალური მომსახურების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა სოფელ ქვემო ბოლნისის ჭალის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
მომავალ კვირას, გეგმის მიხედვით, სოფელ მუშევანის ხევის დაბოლოებაც დასუფთავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები