ბოლნისის გამგებელმა “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ დირექტორს უმასპინძლა

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ,,ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ დირექტორს უმასპინძლა. დავით შერაზადიშვილმა პეტერ-ანდრეას ბოხმანი სამუშაო ოთახში მიიღო და გაესაუბრა. ფონდის დირექტორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს 2017 წელს საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მოგეხსენებათ, 2017 წელს გერმანელი კოლონისტების საქართველოში ჩამოსახლების 200 წლის იუბილე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი აქტივობებია ჩანიშნული. 22 აპრილს კი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი ბოლნისში 40-მდე გერმანელ სტუმარს ჩამოიყვანს, მათ შორის იქნებიან მოქმედი და ყოფილი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტუმარს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
​,, ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ გერმანიის დელეგაციას და გავაცნოთ ბოლნისის ისტორია, რომლის განუყოფელი ნაწილია გერმანელი კოლონისტების ცხოვრება და მოღვაწეობა. ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები ათეულ წლებს ითვლის და მჯერა, რომ სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მზად ვართ, ნებისმიერ კეთილ წამოწყებაში მხარი დაგიჭიროთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები