შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მომუშავე ქალ-პოლიციელებს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, ქალთა საერთაშორისო დღესთან – 8 მარტთან დაკავშირებით, შს მინისტრის მადლობის სიგელები გადაეცათ. პოლიციის დეპარტამენტების უფროსებმა მათ სიგელები, მინისტრის სახელით, პირადად გადასცეს, დღესასწაული მიულოცეს და საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვეს.
შს მინისტრმა პოლიციელი ქალები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა (ვიდეო)
