ბოლნისის მუნიციპალიტეტში მემორანდუმი გაფორმდა

ფონდის „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტსა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის, დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა და პროექტის მენეჯერმა, თიკო ტყეშელაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებმა გარკვეული ვალდებულებები აიღეს. პროექტის მიზანია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით. პროექტი, გერმანული ფონდის „Brot für die Welt “-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
,,დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მუნიციპალიტეტსა და კავკასიურ ინსტიტუტს შორის, რომელიც პროექტს – ,,ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ უკავშირდება. პროექტის მდგრადობისა და ეფექტურად განხორციელების მიზნით,მუნიციპალიტეტმა გარკვეული ვალდებულებები აიღო. კერძოდ, ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი ყველა დაგეგმილ აქტივობაში, ასევე, შეძლებისდაგვარად, მივიღებთ მონაწილეობას თემებში გამოვლენილი პრობლემების მოგვარების სტრატეგიის დაგეგმვასა და ამ სტრატეგიის მიხედვით მათი გადაჭრის პროცესში“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები