ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა საბანკო მომსახურეობაზე კონკურსს აცხადებს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურებაზე აცხადებს კონკურს კომერციული ბანკის შესარჩევად ( ერთი წლის ვადით).
გამგეობის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
“1.განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;
2.ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან, ადგილმდებარეობის მიხედვით,რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
3.ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
4.ინფორმაცია ფულადი სახსრების მოცულობის შესახებ;
5.ცნობა ეროვნული ბანკიდან ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
6.საბანკო საქმიანობის მინიმუმ 5 (ხუთი) -წლიანი გამოცდილება;
7.ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (რაიონში) საბანკო წერტილების (რაც მოიცავს: ფილიალებს/სერვისცენტრებს და ბანკომატებს) არსებობა (მათ შორის ერთი ბანკომატი განთავსდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის შენობაში);
8.ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასის გაცემისათვის ეფექტური საბარათე ინფრასტრუქტურის არსებობა;
9.ბანკომატებით ნულოვანი მომსახურების ტარიფით სარგებლობის შესაძლებლობა;
10.ორგანიზაციის ანგარიშის გახსნა და წარმოება–უფასო;
11.ინტერნენტ ბანკინგის ან ბანკი–კლიენტის სისტემაში რეგისტრაცია და მომსახურება–უფასო;
12.ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის ანგარიშის გახსნა,ანგარიშის მომსახურეობა და სახელფასო სესხზე მომსახურეობა–უფასო;
13.თანამშრომლებზე პლასტიკური ბარათის გაცემა და ბარათის საკომისიო–უფასო;
14.თანამშრომლების მიერ სალარე ანგარიშიდან თანხის განაღდება ბანკის კუთვნილ ბანკომატში და პოსტ ტერმინალში–უფასო;
15.სესხის პირობების განვადებაზე თანამშრომლებისათვის 06 თვემდე უფასო, ერთ წლამდე არაუმეტეს 05%–ისა;
16.სახელფასო სესხის პირობები ორგანიზაციის თანამშრომლებზე არაუმეტეს წლიური 17%–ისა ეფექტური პროცენტის გათვალისწინებით, სესხის მოცულობა უზრუნველყოფის გარეშე, ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის არანაკლებ ხელფასის ათმაგი ოდენობისა;
17.ოვერდრაფტის ოდენობა არანაკლებ ხელფასის 100%–ისა;
18.ბანკის მიერ სალარე ანგარიშების ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის საწყისი ოდენობა განისაზღვროს მინიმუმ წლიური 12,9%–ით.თუ კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, სავალდებულოა მის მიერ ფასის თაობაზე ერთი განცხადების (ბიჯის) შეთავაზება მაინც. (ბიჯი განისაზღვროს სალარე ანგარიშების ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხული სარგებლის არანაკლებ წლიური 0,2 %);
19.დასუფთავების მოსაკრებლის სწრაფი გადახდის აპარატებით გადახდის უზრუნველყოფა საკომისიოს გარეშე;
20.კვირის სამუშაო დღეები და დრო;
21.თანხის გადარიცხვა სახაზინო ანგარიშზე;
22.ინფორმაცია დამატებით მომსახურეობაზე და სამომავლო პერსპექტივები;
23. ბანკიდან ცნობის გაცემის პირობები–უფასო;
2.საკონკურსო პირობების შეფასება.
N შეფასების კრიტერიუმი პრიორიტეტულობის
კოეფიციენტი
1 მიმდინარე სალარე და სავალუტო ანგარიშებზე დარიცხული სარგებელზე მაქსიმალური შემოთავაზება 60 ქულა
2 საოპერაციო მომსახურების ტარიფებზე მინიმალური შემოთავაზება 10 ქულა
3 სახელფასო პროგრამის ტარიფებზე მინიმალური შემოთავაზება. 30 ქულა
სულ 100 ქულა
შენიშვნა:წარმოდგენილი წინადადებების შეფასება მოხდება წინამდებარე ცხრილში მოცემული კოეფიციენტების პირდაპირ პროპორციულად.
3.ხელშეკრულების გაფორმების წესი
1.მხარეთა შორის გასაფორმებელ 1 წლიან ხელშეკრულებაში სავალდებულოა გათვალისწინებულ იქნეს კონკურსის პირობები,საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები და სხვა მონაცემები.
2.თუ გამარჯვებული არ წარმოადგენს კონკურსის პირობებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილ ხელშეკრულებას,ამ შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას გააუქმოს კონკურსის შედეგი გამარჯვებულთან და გადავიდეს უკეთესი შედეგის მქონე მომდევნო პრეტენდენტზე. რაც არ საჭიროებს დამატებითი წერილობითი გადაწყვეტილების მიღებას.
კონკურში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები მხოლოდ ქართულ ენაზე,ერთ დახურულ კონვერტში,ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს ბანკის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. დახურული კონვერტის გახსნის შემდეგ გაიმართება ღია ვაჭრობა გამარჯვებულის გამოსავლენად წარმოდგენილი შეფასების ცხრილის შესაბამისად..
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 9 მარტის 14 საათამდე შემდეგ მისამართზე ქ.ზესტაფონი წერეთლის ქ.N11,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა II სართული, ოთახი N30. T 0(492)25 14 38,5 95 90 40 57.
საკონკურსო წინადადება გაიხსნება 2017 წლის 9 მარტს 14 საათსა და 30 წუთზე შემდეგ მისამართზე: ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.N11,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა II სართული”.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები