ლაგოდეხის გამგებელმა “არქიმედეს კლინიკაში” ახალშობილების დედებს 3 მარტი მიულოცა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ “არქიმედეს კლინიკაში” ახალშობილების დედებს 3 მარტი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მეან-გინეკოლოგის, ნინო ბატიაშვილის თქმით, “არქიმედეს კლინიკის” ლაგოდეხის სამედიცინო ცენტრის სამშობიარო განყოფილებაში 3 მარტს ორი გოგონა დაიბადა. ახალშობილები და მათი დედები თავს კარგად გრძნობენ.