იტალიაში ჩატარებულ ტურნირში მარტვილელი სპორტსმენი I ადგილის მფლობელი გახდა
მიმდინარე წლის 25 თებერვალს იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ,,რომის ღია პირველობა ტაიკვანდოში”. ტურნირში 12 ქვეყანასთან ერთად, საქართველოს ტაიკვანდოს ეროვნული ფედერაციის ნაკრები, მათ შორის, მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის ტაიკვანდოს ჯგუფის სპორტსმენი – ოთარ წოწონავა მონაწილეობდა (მწვრთნელი ირაკლი წულაია), რომელმაც გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ოთარ წოწონავა გამარჯვებულის თასით, ოქროს მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.