გარემონტებული ბიბლიოთეკა და განახლებული წიგნადი ფონდი – სავანეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროექტი წარმატებით დასრულდა
პროგრამა ,,მომავლის თაობის ” ფარგლებში, პროექტი ,, მოსწავლეებში წიგნის კითხვის კულტურის ამაღლება”განხორციელდა, რომელიც ორგანიზაცია ,,PH International-მა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსეს. სავანეთის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტის ფარგლებში, IX კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან, პროექტის კოორდინატორ ლამზირა ოსეფაშვილთან ერთად, ითანამშრომლეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ასევე, წიგნის გამომცემლობებთან. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური დახმარება გაიღო. დასკვნით ღონისძიებას დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, პროექტის დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სკოლის მოსწავლეებმა მოწვეული სტუმრებისთვის ღონისძიება გამართეს.
პროგრამა ,,მომავლის თაობა”, სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, დახმარებას უწევს 480 საჯარო სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში.