ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა
შპს ,,კომუნალური მეურნეობის” თანამშრომლებთან ერთად, სოფელ სავანეთის ტერიტორია დღეს ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის“ წარმომადგენლებმა დაასუფთავეს. ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გამგებლის N99 ბრძანებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებათა მონიტორინგის განხორციელების მიზნით. სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილია გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სტიქიური ნაგავსაყრელები პერმანენტულად გაიწმინდება.