გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალი ნაგავმზიდები მოემსახურებათ
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებს ორი ერთეული ახალი ნაგავმზიდი მოემსახურებათ. თანამედროვე ტიპის, მერსედესის მარკის ახალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდები 20 და 13-ტონიანია.
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ნაგავმზიდების სპეციფიკას პირადად გაეცნო.
ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამსახურს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გორის მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან გამოაქვს. 800-მდე ურნა სხვადასხვა სოფელშია განაწილებული, უახლოეს პერიოდში, სოფლებში კიდევ 100 ურნა განთავსდება.
ნარჩენების გამოტანა და ნაგავსაყრელები წლების განმავლობაში სოფლებში ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. სოფლების უმეტეს ნაწილში ეტაპობრივად დაიდგა ურნები და დაიწყო ნარჩენების გამოტანა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სოფლებიდან 9 000 ტონამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოიტანა მოხერხდა.