შალვა კიკნაველიძე სოფელ კვალითში გზის გაწმენდის სამუშაოებს დაესწრო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის გამო, საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკა ქალაქის და სოფლის საავტომობილო გზებს თოვლის საფარისგან ასუფთავებს.
სოფელ კვალითში გზის გაწმენდის სამუშაოებს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ბოლო დღეების განმავლობაში, ინტენსიურ თოვას მუნიციპალიტეტისთვის სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია. მოსახლეობას ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.