შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით, მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
გამოძიება გამოძალვის, სქესობრივი კავშირის იძულების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გატაცების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით).