დიდთოვლობა ბათუმში – რას აცხადებს ქალაქის მერი
ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ქალაქში დიდთოვლობის პარალელურად ინტენსიურად იწმინდება გზები და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებაზე პრობლემა არ შექმნილა.
როგორც ერმაკოვმა „კვირას“ განუცხადა, ვინაიდან ბათუმში უკვე მეოთხე დღეა თოვს, შესაძლოა, გარეუბნების და შემოერთებული ტერიტორიების ნაწილი სრულფასოვნად გაწმენდილი არ იყოს.
ბათუმის მერი აცხადებს, რომ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რათა ყველა გზა გაიწმინდოს.
„მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა ინტენსიურად იწმინდება ცენტრალური გზები, იყრება ტექნიკური მარილი, მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს, გარეუბნებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე შესაძლოა იყოს გზების გაწმენდასთან დაკავშირებით შეფერხებები, რადგან 4 დღეა ინტენსიურად თოვს და გზების ნაწილი ვერ იყოს სრულფასოვნად გაწმენდილი, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კვლავ თოვაა მოსალოდნელი. ყველა სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების მხრივ პრობლემა არ შექმნილა“, – განუცხადა „კვირას“ ერმაკოვმა.