ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები
ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ.1-კმ.36 მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საავტომობილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.