ნიგერიაში ავიაციამ შეცდომით ლტოლვილების ბანაკი დაბომბა. ტრაგიკული ინციდენტი ბორნოს შტატში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. ამის შესახებ ბრიტანული სააგენტო Press Association იუწყება.
სამხედროების განცხადებით, სწორედ ამ დროს რეგიონში ტერორისტული დაჯგუფების “ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობდა. სამხედროებს ეგონათ, რომ “ბოევიკთა“ პოზიციები დაბომბეს.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექვსი თანამშრომელია, ამავე ორგანიზაციის 13 წევრი დაიჭრა.