სტამბოლში დიდთოვლობის გამო 610 ავიარეისია გაუქმებული, დახურულია ბოსფორის სრუტე (ფოტოკოლაჟი)

სტამბოლში დიდთოვლობის გამო 610 ავიარეისია გაუქმებული, ათათურქის და საბიჰა გოგჩენის აეროპორტები ფაქტობრივად პარალიზებულია.  თურქეთის უდიდეს ქალაქში ერთ დღე-ღამეში 65 სანტიმეტრის ნალექი მოვიდა.
დიდთოვლობა სტამბოლში პარასკევიდან გრძელდება. აეროპორტებში ჩარჩენილი 6 ათასი მგზავრი სასტუმროებში განათავსეს, ხოლო 20 ათასი მგზავრი ჯერ კიდევ აეროპორტში იმყოფება.
სანაპირო დაცვამ ბოსფორის სრუტეზე გემების გადაადგილება შეაჩერა. ასევე შეჩერებულია საბორნე მოძრაობა სტამბოლის აზიურ და ევროპულ ნაწილებს შორის.

_93313186_7e8018c9-0eb1-486a-8f33-bbecf6cf148d _93313194_012b73c4-ef82-49c7-a925-8dbd9a4f4cd0 _93313518_cc643d77-126c-4c42-aa3a-6f41e8f0e933 s1-1024x1024 s2-1024x1024 stambul

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები