„უკიდურესად შეშფოთებული ვარ უკრაინის დრამატული მოვლენებით“
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის მოვლენებს ეხმაურება. რასმუსენი შეშფოთებას გამოთქვამს “უკრაინაში განვითარებული დრამატული მოვლენების“ გამო და უკრაინის ყველა მხარეს დიალოგისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს. “უკიდურესად შეშფოთებული ვარ უკრაინაში განვითარებული დრამატული მოვლენებითა და რამდენიმე დაღუპულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. კატეგორიულად ვგმობ ძალადობას. ძალადობა ვერასოდეს იქნება პოლიტიკური კრიზისის პასუხი”, – აღნიშნულია ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.