ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იქნება ქართული გუნდი და არა საქართველოს დელეგაცია“

პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადას მოიაზრებს მხოლოდ პოზიტივის შემომტანად ერთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან „თღთ“-სთან ინტერვიუში განაცხადა. “საქართველოს გუნდი წარმოდგენილი იქნება ოლიმპიადაზე. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ოლიმპიურ მოძრაობას, ოლიმპიურ სულისკვეთებას, და თუ რაიმენაირად მოვიაზრებთ ამ პროცესს, მხოლოდ პოზიტივის შემომტანად, ერთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენი გუნდი იქ წარმოდგენილი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი წარმატებულად იასპარეზებს და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოზიტიური, დადებითი და სიკეთეზე ორიენტირებული ემოციის შექმნისა. ჩვენ თვითონ პროცესს ვუჭერთ მხარს, პატივს ვცემთ მას და, შესაბამისად, ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იქნება ქართული გუნდი და არა საქართველოს დელეგაცია”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის აზრით, ეს მოვლენა გარკვეულწილად ეხმარება პროცესების დეესკალაციას და იმედს გამოთქვამს, რომ ნელ-ნელა შექმნის ფონს იმისთვის, რომ საკითხები განხილული იქნას უფრო მშვიდ და რაციონალურ კონტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები