ავთანდილ ბერიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

   აჭარის დელეგაცია, ავთანდილ ბერიძის ხელმძღვანელობით, ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდსტაგის თავმჯდომარის მიწვევით, გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბრანდერბურგის მიწის ლანდსტაგის ახლად რესტავრირებულ-აღდგენილი ისტორიული შენობის პრეზენტაციას დაესწრო. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ პოტსდამში „საქართველო-ბრანდერბურგის საზოგადოების” თავკაცის ბატონ პავლე შპეტიშვილის ინიციატივით-კინორეჟისორ ქალბატონ იუტა რაბესა და სცენარისტ ვლადიმერ შუბლაძესთან-გერმანია-საქართველოს ერთობლივი ფილმის შესახებ შეხვედრა უკვე გამართა. შეგახსენებთ, რომ აჭარის დელეგაცია, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის მეთაურობით, ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდსტაგის თავმჯდომარის ოფიციალური მიწვევით, გერმანიაში 20 იანვარს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბრანდენბურგის ფედერალური მიწის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მხარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქართული დელეგაცია სამშობლოში 23 იანვარს გამოემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები