დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსი არჩევნების შემდეგაც სტაბილური იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ეროვნული ბანკის“ მხრიდან ლარის კურსის შესანარჩუნებლად განხორციელებული 40 000 000 დოლარის ინტერვენციის საკითხს გამეხმაურა.
მინისტრის განცხადებით, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. ის არის ინფლაციის დონეზე და მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი.

„ამიტომ მე სრულად პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი იღებს. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ სავაჭრო ბალანსში ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ წნეხი ეროვნულ ვალუტაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო ანალოგიურ პერიოდში. თუმცა, რა თქმა უნდა ბაზარს მოთხოვნა მიწოდება არეგულირებს. რაღაც მომენტში ბაზარზე მოთხოვნა უფრო მეტია, რაღაც მომენტებში მიწოდება ჭარბობს”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ლარის კურსი არჩევნების შემდეგაც სტაბილური იქნება.
„როდესაც დიდი გარიგებები ხდება, როდესაც იყიდება კომპანიები, როდესაც ხდება ახალი ინვესტორების შემოსვლა და ა.შ და რა თქმა უნდა თუ ეროვნულ ბანკს ასეთი ინფორმაცია გააჩნია, ისინი იღებენ ამაში მონაწილეობას და გადაწყვეტილებას. ამიტომ, მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ვალუტის კურსი იქნება სტაბილური, მათ შორის არჩევნების შემდეგაც. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, თუმცა ის იქნება სტაბილური.“ -განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები