უკრაინის (U16) ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა

    კიდევ ერთი საფეხბუთო ტრაგედია დატრიალდა. ამჯერად საქმე ეხება უკაინის თექვსმეტწლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს პაველ ტკაჩენკოს, რომელმაც ორმხრივი ვარჯიშის დროს გონება დაკარგა. ექიმები ერთი საათის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა – უშედეგოდ.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელი მოედანზე იღუპება. საფეხბურთო სამყაროს უკვე ათეულობით ასეთი შემთხვევა ახსოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები