საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში, სამთო მომზადების ზაფხულის მორიგი შუალედური კურსი დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გენერალური შტაბის უფროსმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხკვირიან შუალედურ სამთო მომზადების ზაფხულის კურსში მონაწილეობა 13 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად სამთო წვრთნა უკრაინელი, შვედი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ლატვიელი სამხედრო მოსამსახურეები გაიარეს. კურსი ოთხი კვირის განმავლობაში სამ ეტაპად მიმდინარეობდა. თავდაპირველად მონაწილეები აბულის სამთო სასროლეთზე მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

მეორე ეტაპი ყაზბეგის მთაზე, დაბა სტეფანწმინდაში, ზღვის დონიდან 4 200 მეტრის სიმაღლეზე დალაშქვრას დაეთმო. პირადმა შემადგენლობამ ყინულოვან რელიეფზე გადაადგილების, ნაპრალების გადალახვისა და დაზარალებულის აღმოჩენა-ევაკუაციის უნარ-ჩვევები შეისწავლა.

სწავლების მესამე ეტაპი საჩხერეში, სხ

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაშ სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა

სწავლების მესამე ეტაპი საჩხერეში, სხვადასხვა სასწავლო უბანზე ჩატარდა. სამხედრო მოსამსახურეებს დამხმარე ინსტრუქტორების რანგში, სასწავლო უბნების ტექნიკურად სწორად გამართვა ევალებოდათ. დასასრულს, კურსის მონაწილეებს შემაჯამებელი ტესტირებაც ჩაუტარდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები