„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ სააკაშვილმა საფრანგეთს წერილი მისწერა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთს დავით კეზერაშვილის გათავისუფლების თხოვნით წერილი ნამდვილად მისწერა. უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე არც იმას უარყოფს, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსური მხარდამჭერი იყო.
“ასეთი იაფფასიანი მცდელობა მთავრობის მხრიდან, რომ რაღაც საკითხი, რომელიც არ არის დამალული, წარმოადგინონ, როგორც დამალული დოკუმენტი. სააკაშვილმა ოფიციალურად მისწერა საფრანგეთის მთავრობას წერილი, ამიტომ ის არ იყო გასაიდუმლოებული.
რაც შეეხება კეზერაშვილის საკითხს, არ არის დასამალი, რომ ის არის მხარდამჭერი “ნაციონალური მოძრაობის“, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით და ბუნებრივია, კონტრიბუტორის დაკარგვა არ არის კარგი პარტიისთვის. საინტერესოა, რომ კეზერაშვილის დასკვნა მომზადებულია მისივე ადვოკატების მიერ. ეს ყველაფერი ჩემი აზრით, ხდება იმიტომ, რომ მერაბიშვილის საკითხის გადაფარვა მოხდეს“, – განაცხადა ბარამიძემ.