ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული მხარის მიერ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა (ვიდეო)

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ქართულმა მხარემ სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა ადგილობრივი გამომძიებლების, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით ჩაატარა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს მისიისა და ბანგის არასამთავრობო სექტორის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე საგამოძიებო ჯგუფის მიერ სავარაუდო დაზარალებულთა გამოკითხვის პროცესი სამი დღე გაგრძელდა. შემდეგ კი, მხარეებმა ფოტოსურათებით ამოცნობისა და სავარაუდო დაზარალებულების ჩვენების ადგილზე შემოწმების პროცედურები ჩაატარეს. ქართულმა მხარემ საგამოძიებო პროცესი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან შეთანხმების შესაბამისად განახორციელა.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები