თამარ ბერუჩაშვილმა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ოჯახს დახმარება შეუმცირა

თამარ ბერუჩაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მშობლებს და შვილს დახმარება შეუმცირა. 2015 წლის 6 იანვრის ქონებრივი დეკლარაციის შევსების შემდეგ ირკვევა, რომ თამარ ბერუჩაშვილმა მშობლების დასახმარებლად შარშან – 8000 ლარი დახარჯა, შვილის დასახმარებლად კი – 5000 ლარი. თუმცა, თამარ ბერუჩაშვილი როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, მშობლებისა და შვილის დასახმარებლად გაცილებით მეტ თანხას ხარჯავდა.asas
კერძოდ, 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით თამარ ბერუჩაშვილი მშობლებისთვის წელიწადში 10 000 აშშ დოლარს ხარჯავდა, შვილისთვის კი – 9000 აშშ დოლარს. 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ თამარ ბერუჩაშვილს გერმანიაში სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები 15 000 ევრო დაუჯდა.
2015 წლის იანვარში გამოქვეყნებული დეკლარაცის თანახმად, მინისტრის თანამდებობიდან თამარ ბერუჩაშვილმა 10 625 ლარი ხელფასის სახით მიიღო, ხოლო მინისტრის მოადგილის პოსტიდან 62 231 ლარი.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობის პირი, თამარ ბერუჩაშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმართვის გარდა, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, საიდანაც ხელფასის სახით 3 400 ლარი აქვს მიღებული.
ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ მინისტრის მეუღლე დღემდე საქართველოს ექსპრეზიდენტის მეუღლის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ დაფუძნებულ ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის პოსტს დღემდე იკავებს. ამ თანამდებობიდან მინისტრის მეუღლემ ხელფასის სახით 10 3040 ლარი მიიღო. ბერუჩაშვილის მეუღლეს ერთდროულად სხვადასხვა სამსახურები აქვს შეთავსებული, საიდანაც სოლიდურ გასამრჯელოს იღებს. კერძოდ: რემა ღვამიჩავა – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი – 10 572; კოალიცია შინმოვლა საქართველოში ექსპერტი – 1000 ლარი; პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის ექსპერტი – 9100 ლარი. უნივერსალური სამედიცინო ცენტრი დეპარტამენტის უფროსი 28 802 ლარი; ონკოპრევენციის ცენტრი დირექტორი 6 438 ლარი. აღსანიშნავია, რომ მინისტრს ერთი შვილი ჰყავს. რუსუდან ღვამიჩავას სწავლის გადასახადს 4000 აშშ დოლარს, რემა ღვამიჩავა უხდის, სამაგიეროდ რუსუდანს დედა ფინანსურად ეხმარება, რომელზეც ზემოთ ავღნიშნეთ და 5000 ლარია. სარემონტო სამუშაოებისთვის რემა ღვამიჩავას შარშან 7500 აშშ დოლარი დაუხარჯავს. საგარეო საქმეთა მინისტრს ნაღდი ფულის სახით 3500 ევრო აქვს მითითებული, ხოლო მის მეუღლეს 80 000 აშშ დოლარი. ამავე ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი წავკისში, 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. დანარჩენი უძრავი ქონება კი თამარ ბერუჩაშვილის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.
კერძოდ, რემა ღვამიჩავას სახელზეა გაფორმებული ბინა და ავტოფარეხი, თბილისში, დავით აღმაშენებელის გამზირზე. გარდა ამისა, მის სახელზეა რეგისტრირებული ბინა ბათუმშიც.
რემა ღვამიჩავა 50% მიწის ნაკვეთს ფლობს, თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე. ამავე მისამართზე მინისტრის მეუღლეს არასაცხოვრებელი ფართი ეკუთვნის, რომლის ფართობი – 1717.94 კვ.მ-ია.

wqeqeq-600x178

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები