საქართველო ნატოს სამხედრო ტრანზიტისთვის საკუთარ ტერიტორიას სთავაზობს

    საქართველო დასავლეთს ახალ წინადადებებს შესთავაზებს, რომლის თანახმადაც საქართველო ნატოს ავღანეთიდან 2015 წელს სამხედროების გაყვანისთვის საკუთარი ქვეყნის საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო სამხედრო დერეფნად გამოყენების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება „იზვესტია“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ასე მოახდინა რეაგირება საქართველომ უკრაინის მოვლენების გამო რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობის შეწყვეტაზე – წერს „იზვესტია“. მედიასაშუალების განცხადებით, წარდგენილი წინადადებები ნატოს სამხედრო კომიტეტში თებერვალში განიხილეს. განხილვისას კი, როგორც ინტერნეტპორტალის წყარო იუწყება, აქცენტი ბათუმისა და ფოთის პორტების გამოყენებაზე კეთდებოდა. მისივე განცხადებით, პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს თბილისის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზის საშუალებით დაკავშირების შესახებ. მედიის ინფორმაციით, საქართველო ასევე მზად არის, ნატოს ტვირთებისთვის ალიანსს თბილისის აეროპორტის გამოყენებაც შესთავაზოს. მათივე თქმით, ადგილობრივ ექსპერტთა განცხადებით, მსგავსი ტიპის ტრანზიტი საქართველოს 100 დოლარს მოუტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები