ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის გამტაცებელს „შაჰიდის ქამარი“ უკეთია. უცხოური მედიის ინფორმაციით, მან 50-მდე მგზავრი – ქალები და ბავშვები გაათავისუფლა. ისინი თვითმფრინავიდან უკვე გადმოიყვანეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მხოლოდ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ის, სავარაუდოდ, ლიბიის მოქალაქეა.
ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ცნობით, ბორტზე მყოფ მგზავრებს შორის აშშ-ის 10 მოქალაქე და დიდი ბრიტანეთის 8 მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა რეისს. გამტაცებელმა მფრინავებს თვითმფრინავის კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში დაშვება აიძულა.