ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტსა და მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქებები, რომლის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის დაკავებას მოჰყვა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.
ამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური, მეოთხე დონეა გამოცხადებული. ბრუსელში პარალიზებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, დახურულია აეროპორტი.