დონის როსტოვში “ბოინგმა” დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 61 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე სულ 61 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 55 მგზავრი, 7 კი ეკიპაჟის წევრი. ყველა მათგანი დაღუპულია.
გარდაცვლილთა შორის 4 ბავშვია. ავიაკატასტროფა მოსკოვის დროით 03:50 საათზე მოხდა.
ავიაკომპანია “ფლაი დუბაის” ბოინგი რეისს დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა.
დაღუპულებიდან უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა არიან უკრაინის, უზბეკეთისა და ინდოეთის მოქალაქეებიც.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.