თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი 7 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აპოლონ ჯანჯღავა და რატი ბურდულაძე სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირის სახელის მოტყუებითი გამოყენებით, ქალაქ რუსთავში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის მიზნით, სასურველი საფასურის დადგენის, აუქციონის ჩატარებისა და მასში გარანტირენული გამარჯვების სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქის კუთვნილ 7 000 აშშ დოლარს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები