საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შვილისა და მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მაგდა პაპიძის საქმეზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან – 5 წლის თორნიკესთან ერთად.
“გამოძიების დაწყებიდან მალევე დადგინდა, რომ დანაშაულის იარაღი – ურო მაგდა პაპიძემ მაღაზიაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერი, საიდაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან – 5 წლის თორნიკესთან ერთად”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებული მასალის ერთ ნაწილში.