შინაგან საქმეთა მინისტრი ფრანგ სენატორებს შეხვდა – ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ფრანგ სენატორებს – პასკალ ალიზაღსა და ჟიზელ ჟურდას შეხვდა.
ფრანგი სენატორების ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ანგარიშის მომზადებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ფრანგ სტუმრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის, მათ შორის, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისას მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო.
შს მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრომ პარიზში პოლიციის ატაშე მიავლინა.
შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის მთავრობას საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები