სოსო ჯაჭვლიანი: ლევან ბერძენიშვილისნაირი კაცის რა უნდა ვიწამო და რა უნდა დავიჯერო?!

„ვინც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობას ეწინააღმდეგება, იმას უნდა, რომ საქართველოში მუდმივი ქაოსი და დაძაბულობა იყოს!“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ჯაჭვლიანს მიაჩნია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ კანონპროექტი სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უფრო ლოიალურია.
ამავე ინტერვიუში კანონპროექტის ინიციატორი კოლეგა ლევან ბერძენიშვილის განცხადებასაც ეხმაურება.
„ლევან ბერძენიშვილი ჯერ კიდევ კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა და მერე მოინანია, ცუდად ვიქცეოდიო! შევარდნაძე რომ მოვიდა, ბერძენიშვილს მისი სჯეროდა და გადაცემა „მჯერა“ მიჰყავდა! მერე სააკაშვილი მოვიდა და ლევან ბერძენიშვილმა მისი დაიჯერა! ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ გამოჩნდა, ამ ფულის ტომარამ რა უნდა გააკეთოს, არჩევნებში 7 პროცენტსაც ვერ აიღებსო, მაგრამ დღეს ბიძინა ივანიშვილის შექმნილ კოალიციაში თავს კარგად გრძნობს. გეკითხებით – ლევან ბერძენიშვილისნაირი კაცის რა უნდა ვიწამო და რა უნდა დავიჯერო“?! – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.
დეპუტატის ეს კომენტარი ლევან ბერძენიშვილის განცხადებას მოჰყვა, სადაც „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ამბობს: „შემიძლია, ჩემი ნათარგმნი წიგნები ერთმანეთზე დავაწყო და ყველას ერთად სოსო ჯაჭვლიანიც ასწევს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები