პატრიარქის მოძღვარი: ვინც ასეთ ხალხს მხარს დაუჭერს, ყველას საშინელი განსაცდელი ელოდება!

ბოლო დღეებია, ერთსქესიან წყვილთა შესაძლო ქორწინების დაშვების თემასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკა გააქტიურდა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში “ლგბტ“ პირების უფლებების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტმა გიორგი ტატიშვილმა (წარსულში ტრანსგენდერმა, მეტსახელად მაცაცომ) შეიტანა სარჩელი “ქორწინებისა და ოჯახის დეფინიციის“ განსაზღვრებასთან დაკავშირებით.
პატრიარქის მოძღვარი, საგურამოს წმინდა ილია მართლის მონასტრის წინამძღვარი ტარიელ სიკინჭილაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივის დაკანონების შემთხვევაში ეს იქნება მართლმადიდებლობის, ქრისტიანობისა და ქართველობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
“ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ წინ აღვუდგეთ ამ ყველაფერს, ხელი შევუშალოთ ამის დაკანონებას და დაგეგმვას, რადგან ეს გარყვნის მეტი არაფერი არ არის. ეს იქნება მართლმადიდებლობის, ქრისტიანობისა და ქართველობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ვალდებული ვარ, ასეთ დროს დავდგე იქ, სადაც მართლმადიდებლობა, ქართველობა, ქრისტიანობა, სინდისი და ნამუსია. ვინც რა უნდა, ის ქნას თავის ოთახში და თავის საწოლში. ჩვენ არავის არ ვუვარდებით და არც ვქექავთ მის საქმეს.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეკლესიაში დადიან“ ასეთი „ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა არ ყვირიან, რცხვენიათ, ასეთი წესით ცხოვრობენ და ისინი სულაც არ ამაყობენ ამით, პირიქით, განიცდიან ამა, როგორც ცოდვას…
კონსტიტუციაში თუ არ წერია ხაზგასმით, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ეს არის მათი დანაშაული, ვინც კონსტიტუციას ადგენს და ამოწმებს, მათი ცოდვაა, რომ იქით მიჰყავთ საქმე, ჯერ იყო და ქართველობა ამოშალეს პირადობიდან, მერე, მგონი, სქესიც და ასე გრძელდება. თუ სპეციალურად გააკეთებენ, რომ ასეთ ხალხს მხარი დაუჭირონ, ყველას საშინელი განსაცდელი ელოდება“, – აცხადებს ტარიელ სიკინჭალაშვილი.

წყარო: „კვირის ქრონიკა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები