ვალერი გელბახიანი: პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილების ჯგუფი გამოდის

„მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილების ჯგუფი გამოვა – ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე, იგივე „გრეჩიხა“, – ამის შესახებ ექსპერტი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
გელბახიანი აღნიშნავს, რომ ამჟამად პატარკაციშვილის პოლიტიკური ჯგუფის ხელშია უკვე ორი ტელევიზიაა – „მაესტრო“ და „იმედი“. ექსპერტი გამოცემასთან მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს და მკითხველს წინაასარჩევნო პოლიტიკური ამინდის შედეგს პროგნოზირებს.
„მეორე ფრონტზე პაატა ბურჭულაძე და ბანკირები იქნებიან, მათ მხარს პრეზიდენტი დაუჭერს. ამ მხრიდანაც მოსალოდნელია სერიოზული ფინანსების ჩადება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც 5 პროცენტს მაინც წაიღებენ – ალასანია, ბურჯანაძე, „პატრიოტთა ალიანსი“ და ასე შემდეგ, მოკლედ, წინა პლანზე პოლიტიკური და ეკონომიკური ბიზნესის დომინანტი გამოდის და არა პიროვნებები“, – აცხადებს ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები