ირანის მოქალაქეებს ნარკოტიკის შემცველი მედიკამენტები შემოჰქონდათ
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო – გამშვები პუნქტის „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან ირანის მოქალაქე ს.ფ.შემოვიდა, რომლის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „DIPHENOXYLATE“ – 10 აბი. იმავე დღეს, „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს სგპ-ის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსული ირანის მოქალაქე ო.გ.-ის კუთვნილ ბარგშიც. კერძოდ, დათვალიერებისას ირანის მოქალაქის ბარგში აღმოჩენილ იქნა „COLDAX“ – 10 აბი, „COLD STOP“ – 18 აბი, „DIPHENOXYLATE“ – 13 აბი. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს.