ეკა ბესელია: ელისაშვილი თურმე ორ ქალს – მე და მანანა კობახიძეს შეგვიშინებია
„მაინტერესებს, ვისგან იცავდა პრეზიდენტი ალეკო ელისაშვილს, როდესაც მას სპეციალური დაცვის გამოყოფა შესთავაზა? ჩემგან და მანანა კობახიძისგან“,- აღნიშნული კითხვა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ შეწყალების კომისიის საქმესთან დაკავშირებით დასვა.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა, თუ რაში სჭირდებოდა, „კორუფციასთან მებრძოლ რაინდს“ ალეკო ელისაშვილს, ორი ქალისგან დაცვა?
„მაინტერესებს, ვისგან იცავდა პრეზიდენტი ალეკო ელისაშვილს, როდესაც მას სპეციალური დაცვის გამოყოფა შესთავაზა? ჩემგან და მანანა კობახიძისგან? ამ ორი ქალისგან? რაში სჭირდებოდა ამ ვაჟკაცს, კორუფციასთან მებრძოლ რაინდს ორი ქალისგან დაცვა? პირველად რომ გამოაცხადა, ისეთ გავლენიან და სერიოზულ ფიგურებს ვასახელებ, შეიძლება სახლამდე ვერ მივაღწიოო, მეგონა, რაღაც კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების წევრები უნდა ემხილა და აღმოჩნდა, რომ თურმე ორ ქალს – მე და მანანა კობახიძეს შეგვიშინებია. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კულისებში მხარს უჭერს ამ პროცესს. დუმილი ნიშნავს, რომ ის იზიარებს ამ სიყალბეს“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.