კონფერენცია – „ტერორიზმის საფრთხეები და საქართველო“ გაიხსნა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2-დღიანი სამეცნიერო კონფერენცია „ტერორიზმის საფრთხეები და საქართველო“ გაიხსნა. კონფერენციას, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და იუნკერებთან ერთად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელები ესწრებოდნენ. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციით, კონფერენციის ძირითადი თემები სირიის კრიზისი, ტერორიზმის იდეოლოგია, მიგრაციის კრიზისი და ამ მოვლენების ფონზე საქართველოსთვის არსებული პოტენციური საფრთხეების შეფასება იყო. ბიუროს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ბესტავაშვილმა მსმენელებს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები და თანამედროვე ტენდენციები, ასევე კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქმიანობა და ქვეყნის კიბერთავდაცვითი პოტენციალი გააცნო.
ცნობისთვის, სამეცნიერო კონფერენცია დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით ტარდება და 15 დეკემბერს დასრულდება.