რატი იონათამიშვილი – მაკრონის განცხადებაზე: უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს

ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები ექნებათ ევროპელებსა და ფრანგებს.

„პირველ რიგში, უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს, ვინაიდან გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც პირდაპირ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერეოდა საფრანგეთი საქართველოში, იქნებოდა ეს გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი თუ სხვა. სინამდვილეში, ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც თვითონ [საფრანგეთს] ეხება გარკვეული საკითხები და მერე გამოთქვამს პროტესტს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ კრიზისზე, რაც ორმაგმა სტანდარტმა მოიტანა ევროპაში“, – აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები