რატომ დაუბრუნა ღირსების ორდენი პრეზიდენტ მარგველაშვილს ნოდარ ნათაძემ

7 დეკემბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში შეტანილი ღვაწლისთვის პირველი მოწვევის პარლამენტის სამი დეპუტატი – ნოდარ ნათაძე, მზექალა შანიძე და გიორგი ხოშტარია ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდარი აქამდე გაუხმაურებელი ფაქტის შესახებ წერს – საზეიმო კულმინაციის ბოლოს თბილისის საკრებულოს დარბაზი სხვებზე ადრე დაუტოვებია ნოდარ ნათაძეს, გასასვლელში ღონისძების ერთ-ერთ თანამონაწილეს უკითხავს – “მიბრძანდებით, ბატონო ნოდარ, მოგილოცოთო“, საპასუხოდ კი ნოდარ ნათაძეს უთქვამს: „მე ორდენი უკან დავუბრუნე პრეზიდენტს, დამარცხებული ქვეყნის ჯარისკაცები ჩინ-მედლებს და ორდენებს არ იკიდებენ -მეთქი“. ნათაძე “კვირის ქრონიკასთან“ “არდაკიდების ფაქტს ადასტურებს. “მე პრეზიდენტს იმიტომ კი არ დავუბრუნე, რომ პირადად რაღაც პრეტენზია მქონდა… არც ბრალდებები წამიყენებია ხელისუფლების რომელიმე შტოსთვის. მე ჟანრობრივად არ მეკუთვნის, ეს ორდენი მომცეს საპარლამენტო საქმიანობაში. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც დამარცხებად მიმაჩნია. 25 წლის განმავლობაში პარლამენტმა ვერ დაიცვა საქართველო თავისი კანონმდებლობით – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ კრინტი არ დაუძრავს, ყარსის ხელშეკრულებაზე კრინტი არ დაუძრავს, აზერბაიჯანსა და სომხეთს რომ აქვთ ჩვენი ტერიტორიები, ამაზე ხმა არ ამოუღია, სოჭი რომ აქვს რუსეთს წაღებული, არც ეს გახსენებია ვინმეს. ამიტომ მე არ ვარ ისეთი ჯარისკაცი, რომელიც წაგებული ბრძოლისთვის მიიღებს ორდენს“ ,-აცხადებს ნოდარ ნათაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები