თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს არ ადასტურებს

  II ქვეითი ბრიგადის 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონების, ასევე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებეულ განცხადებაშია აღნიშნული, II ქვეითი ბრიგადის 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონების, ასევე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურე დღეს მონაწილეობდა ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში გამართულ ავღანეთის მისიაში გაცილების ოფიციალურ ცერემონიალში. “სამივე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები უახლოეს მომავალში მიემგზავრებიან ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად. ინფორმაცია ამ ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“,-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები