სერჟანტთა ძირითადი ათეულის მეთაურის სასწავლო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტთა ძირითადი ათეულის მეთაურის სასწავლო კურსის 29-ე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მიულოცეს და სერთიფიკატები გადასცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტთა ათეულის მეთურის სასწავლო კურსი 21 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან მოვლენილმა სამხედრო მოსამსახურეებმა კურსის განმავლობაში სამწყობრო, საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო ვარჯიშები, ბრძოლა დასახლებულ რაიონში, სამხედრო ტოპოგრაფია, ასევე ოპერატიული ბრძანების დამუშავება, თავდაცვისა და თავდასხმის საფუძვლები შეისწავლეს. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურს გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები