ქართველი სამხედროები საფეხბურთო მარათონში ჩაერთნენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა გუნდმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილე საფეხბურთო მარათონში მონაწილეობით აღნიშნა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ და მოწინააღმდგეებს ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით, 23:2 სძლიეს.
საფეხბურთო მარათონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 25 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლებმა სიმბოლურად 25 მატჩი გამართეს. ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღე, 10 დეკემბერი, იმავდროულად, მსოფლიო ფეხბურთის დღეა.