თინათინ ხიდაშელი: აღარ არის ბაჩო ახალაიას ჯარი და ძალიან არეულები არიან ადამიანები დროსა და სივრცეში
2016 წელს უნდა იყოს სპეცუბნებისგან თავისუფალი საარჩევნო პროცესი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსთავში განუცხადა.
ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საერთო პოზიციაზე რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად” შეჯერდებიან.
მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მიიღეს დავალება, რომ უწყებამ რეფორმის საკუთარი ვარიანტი წარადგინოს. “ცვლილებები მზადდება. მასზე ჩემი მოადგილე ბესო ლოლაძე მუშაობს და რამდენადაც ვიცი, მომავალ კვირას უნდა წარადგინოს სამინისტროს პოზიცია ჯარის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს აღარ არის ბაჩო ახალაიას ჯარი და ძალიან არეულები არიან ადამიანები დროსა და სივრცეში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.